ირაკლი კირცხალია – ბექა ოდიშარიას მიმართ მიყენებულ შეურაცხყოფაზე: ყველაფერს კადრულობენ იმისთვის, რომ ეს ვიწრო პარტიული, მდარე ინტერესი გამოავლინონ
ის, რომ ლიბერალური ფაშიზმი გახლავთ ზუსტი ახსნა და განმარტება იმ სამწუხარო მოვლენის, რომელიც არის ჩვენს საზოგადოებაში ამ ერთი მუჭა რადიკალების გადამკიდე, არის ფაქტი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ბექა ოდიშარიას მიმართ მიყენებულ შეურაცხყოფაზე საუბრისას განაცხადა.
„ყველაფერს კადრულობენ იმისთვის, რომ ეს ვიწრო პარტიული, მდარე ინტერესი გამოავლინონ“, – აღნიშნა კირცხალიამ.
ცნობისთვის, მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მმართველი გუნდის დეპუტატ ბექა ოდიშარიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და თქვა: „მოკვდები ისედაც, კიბო გაქვს“.