ოთარ გრიგოლია: “ქართულ ოცნებასა“ და “ნაცმოძრაობას“ შორის ტოლობის ნიშნის დასმა პოლიტიკური სიბეცეა

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი, ოთარ გრიგოლია საკრებულოს სხდომაზე  20 ივნისის აქციის შედეგებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პოლიტიკურ შეცდომას საზოგადოების მხრიდან სამართლიანი პროტესტი მოჰყვა, რომელსაც, მისივე თქმით, თან ახლდა პროვოკატორთა ჯგუფის არასწორი ქმედებები.
“საზოგადოების სამართლიან პროტესტს პროვოკაცია მოჰყვა, რის გამოც ჩვენ ქალაქში გამოუსწორებელი რამ დატრიალდა. არცერთი ჩემი კოლეგა  ეცდება, გამამართლებელი ახსნა მოუძებნოს მომხდარს, რადგან ჩვენ ვართ იმ საზოგადოების ნაწილი, ვინც 7 ნოემბერსა და 26 მაისს ძალადობის მსხვერპლი თავად გახდა. თავისთავად ცხადია, რომ თითოეული ადამიანი, რომელმაც მის უფლებამოსილებას გადააჭარბა, კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს და მათთან ერთად აგოს პასუხი ყველა პროვოკატორმა, რომელმაც სიტუაცია დაძაბა”, – განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.
მისივე თქმით, დღეს “ქართულ ოცნებასა“ და “ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ტოლობის ნიშნის დასმა პოლიტიკური სიბეცეა, მით უფრო ამის აღნიშვნა იმ ადამიანებისგან, ვინც წლების მანძილზე დამნაშავე პარტიის გუნდის წევრები იყვნენ.
„მათ ვურჩევდი, ასეთ კეკლუცობას თავი დაანებონ”, – განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები