საერთაშორისო ასოციაცია „დაიცავი შენი წილი სამშობლო” ომისა და თავდაცვის ვეტერანების ოჯახის წევრებისთვის მინი საფეხბურთო ტურნირს გამართავს
საერთაშორისო ასოციაცია ,,დაიცავი შენი წილი სამშობლო” ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების ოჯახის წევრებისთვის მინი საფეხბურთო ტურნირს გამართავს. ასოციაცია ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
,,პირველად საქართველოში, საერთაშორისო ასოციაცია „დაიცავი შენი წილი სამშობლოს“ ინიციატივით და ორგანიზებით, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების ოჯახის წევრებისთვის (8-დან 16-წლამდე ასაკი) მინი საფეხბურთო ტურნირი გაიმართება.
სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებას მხარდაჭერა გამოუცხადა თბილისის ფეხბურთის ფედერაციამ (გრიგოლ ცაავა, გიორგი ძამუკაშვილი), საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ (ლევან კობიაშვილი), ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა (ვლადიმერ იმნაძე).
განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ საამაყო ვეტერანი ფეხბურთელის, გოჩა ჯამარაულის დიდი თანადგომა და წვლილი ტურნირის ჩატარებაში.
შეჯიბრი 25-26 ივნისს გაიმართება და მასში ჩვენი ორგანიზაციის მიერ საგანგებოდ ამ ტურნირისთვის შექმნილი გუნდები იასპარეზებენ, ესენია – აფხაზეთი, სოხუმი, კოდორი, სამაჩაბლო, თბილისი, გარეჯი.
ღონისძიება შედგება ამ მისამართზე: ქ. თბილისის 35-ე საჯარო სკოლა, პ. ქავთარაძის ქ. 16,”- ნათქვამია განცხადებაში.