გიორგი კახიანი: გიორგი გახარიას გადადგომის აუცილებლობას ვერ ვხედავთ

“თუ ადგილი ჰქონდა ცალკეულ გადაცდომებს, რაც გამოიხატებოდა თითოეული პოლიციელის ქმედებაში, ბუნებრივია, ამაზე იქნება რეაგირება და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის ვერანაირ აუცილებლობას   ვხედავთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განაცხადა.
„შს მინისტრის გადადგმის გადაწყვეტილება არ არის მიღებული გამომდინარე იქედან, რომ ამის არანაირ აუცილებლობას   ვხედავთ. პირადად მე  ვფიქრობ, ამის არანაირი აუცილებლობა  არსებობს. სამართალდამცავი უწყებები მოქმედებდნენ კანონის შესაბამისად.
თუ ადგილი ჰქონდა ცალკეულ გადაცდომებს, რაც გამოიხატებოდა თითოეული პოლიციელის ქმედებაში, ბუნებრივია, ამაზე იქნება რეაგირება. შესაბამისი გამოძიება მიმდინარეობს. ამ პროცესში ჩაერთვება სახალხო დამცველიც. ეს პროცესიც იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე. მინისტრის გადადგომაზე საუბარიც არ არის. იმ შემთვევაში, თუ გამოიკვეთება დანაშაულებრივი ქმედებები, მათ შორის – რომელიმე პოლიტიკოსის მხრიდან, ბუნებრივია, ის მიეცემა პასუხისგებაში“, – განაცხადა კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები