ნინო სურგულაძე: ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან მკვლელ რუსეთს არ მივცეთ საბაბი, კიდევ ერთხელ წამოგვაგოს პროვოკაციას

„ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან მკვლელ რუსეთს არ მივცეთ საბაბი, კიდევ ერთხელ წამოგვაგოს პროვოკაციას“, – აცხადებს ქართველი მეცოსოპრანო ნინო სურგულაძე და თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

ნინო სურგულაძე პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციის მონაწილეებსა და სტუდენტებს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს.

„ჩემო ძვირფასო ახალგაზრდებო და არა მარტო…. ვუყურებ ჩემს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მიმძიმს შორიდან ამ ყველაფრის ყურება, რადგან ამ პროცესების ინსპირატორი კვლავ ჩვენი მტერი რუსეთის ფედერაციაა, რომელმაც, მიუხედავად არაერთგზის მცდელობისა, მაინც ვერ დაგვაჩოქა. ვუყურებ ჩვენს გულმხურვალე ახალგაზრდებს და ამაყი ვარ, რადგან მათი ხმა ნამდვილად ისმის მსოფლიოში. ამაყი ვარ, რადგან ჩვენ ბევრჯერ ვუთხარით “არა” მკვლელ რუსეთს და პირადად პუტინს.

ამაყი ვარ და გულანთებული, როცა რამდენიმე საათში მიწევს უდიდეს წარმომადგენლობით ღონისძიებაზე გასვლა და სიმღერა, სადაც მე აუცილებლად სიამაყით ვიტყვი, რომ ქართველი ვარ.

არასოდეს ვაძლევ საკუთარ თავს უფლებას, გავაკეთო პოლიტიკური შეფასებები, მაგრამ ამ ერთხელ მომიტევოს ყველამ. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან მკვლელ რუსეთს არ მივცეთ საბაბი, კიდევ ერთხელ წამოგვაგოს პროვოკაციას. ჩვენ გავიმარჯვებთ, მე ამის მჯერა და სულ გამარჯვებულები ვივლით წინ, საქართველოს საკეთილდღეოდ“, – წერს ნინო სურგულაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები