გაერო-ს უშიშროების საბჭო პოლონეთის მოთხოვნით საგანგებო სხდომას გამართავს
პოლონეთის მოთხოვნით, გაერო-ს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომას გამართავს, რათა რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის საკითხი განიხილოს.
ვარშავამ მიმართვა მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთის დრონები პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ.
პოლონეთის ხელისუფლება ინციდენტს „ევროპული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად“ აფასებს და აცხადებს, რომ საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში დაუყოვნებლივ უნდა იქნეს განხილული.
„გვსურს გაერო-ს, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრზე რუსული დრონის ამ უპრეცედენტო თავდასხმაზე მსოფლიომ ყურადღება გაამახვილოს“,- აცხადებს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.