დავით ქართველიშვილი: რესპუბლიკელმა სენატორმა მარკვეინ მალინმა პრინციპული პოზიციით შეაჩერა „Megobari აქტის“ განხილვა – თუ აშშ საკუთარ ქაოსში ჩაიძირება, შესაძლოა, საქართველოს პარლამენტმა ამერიკელი ხალხის მხარდამჭერი „Friend აქტიც“ შეიმუშავოს
“ბევრი სკეპტიციზმი მოჰყვა თავის დროზე ჯერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ხოლო ბოლოს – პრეზიდენტის მხრიდან დონალდ ტრამპის მისამართით ეპისტოლარული ჟანრის მიმართვებს. პირველ შემთხვევაში, მყისიერად მივიღეთ მიხეილ ყაველაშვილის სახელზე დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მილოცვა, ამ მილოცვის საგულდაგულოდ დამალვის (მათ შორის) გამო – რობინ დანიგანის სახლში გაწვევა და იმავე დღეს აშშ-ში თამარ ტალიაშვილის ელჩად დამტკიცება”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე, “შეგვიძლია მადლიერებით მოვიხსენიოთ რესპუბლიკელი სენატორი მარკვეინ მალინი, მისი სწორი და პრინციპული პოზიციის გამო. რაც შეეხება ამ პროცედურის შემდგომ შესაძლო “წინსვლას” უფრო რთული გზებით – თუ ამერიკას ამისთვის სცალია, ეს ცალკე საკითხია”.
„ბევრი სკეპტიციზმი მოჰყვა თავის დროზე, ჯერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ხოლო ბოლოს – პრეზიდენტის მხრიდან დონალდ ტრამპის მისამართით ეპისტოლარული ჟანრით მიმართვებს. პირველ შემთხვევაში, მყისიერად მივიღეთ მიხეილ ყაველაშვილის სახელზე დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მილოცვა, ამ მილოცვის საგულდაგულოდ დამალვის (მათ შორის) გამო – რობინ დანიგანის სახლში გაწვევა და იმავე დღეს აშშ-ში თამარ ტალიაშვილის ელჩად დამტკიცება.
ამჯერად, “შემთხვევითი დამთხვევების” თეორიის ფარგლებში – მიხეილ ყაველაშვილის “ღია წერილმა” ამ ეტაპზე დაასამარა ორი ქვეყნის ურთიერთობების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო “Megobari აქტის” მიღება. ამ სირცხვილის განხილვას სენატში, “ერთი ადამიანის” პოზიციამ შეუშალა ხელი – ბრძანებს სენატორი სტივ კოენი. სადაც ამდენი: კიზინგერი, შაჰინი, გრეემი, ვილსონი, კოენი და ა.შ. – დავიზეპირეთ, ის “ერთი ადამიანიც” რომ გავიცნოთ, არ იქნებოდა ურიგო.
რამდენადაც შევძელი ზუსტი ინფორმაციის მოძიება, საუბარი ეხება რესპუბლიკელ სენატორ მარკვეინ მალინს (ოკლაჰომა). სენატში მართლაც არსებობს პროცედურა, რომელსაც ეწოდება Senate hold — როდესაც ამა თუ იმ საკითხის შემდგომი წინსვლა ხდება ერთპიროვნული თანხმობით (unanimous consent). თუ მხოლოდ ერთი სენატორი გამოთქვამს წინააღმდეგობას, განხილვა „იყინება“, სანამ ლიდერი არ მიიღებს გადაწყვეტილებას, გამოიყენოს უფრო რთული გზა – ფორმალური კენჭისყრა „motion to proceed“-ზე და შემდეგ ე.წ. “კლოჩერის” პროცედურას მიმართოს, რაც მოითხოვს საკითხის 60 ხმით მხარდაჭერას.
ასე რომ, ამ ეტაპზე შეგვიძლია მადლიერებით მოვიხსენიოთ რესპუბლიკელი სენატორი მარკვეინ მალინი, მისი სწორი და პრინციპული პოზიციის გამო. რაც შეეხება ამ პროცედურის შემდგომ შესაძლო “წინსვლას” უფრო რთული გზებით – თუ ამერიკას ამისთვის სცალია, ეს ცალკე საკითხია. მაგრამ, თუ აშშ-ს ვირუსულად მოედო ის ვაკჰანალია, რომელსაც ბოლო პერიოდში აქვს ადგილი, ვშიშობ საქართველოს პარლამენტს მოუწევს ამერიკელი ხალხის მხარდამჭერი “Friend აქტის” შემუშავება”, – წერს ქართველიშვილი.