გიორგი ისაკაძე: გავრილოვისა და მისი პატრონების სტრესტესტები არ უნდა გვჭირდებოდეს, რომ განვვითარდეთ და ვიყოთ მდიდარი ქვეყანა!

„გავრილოვისა და მისი პატრონების სტრესტესტები არ უნდა გვჭირდებოდეს, რომ განვვითარდეთ და ვიყოთ მდიდარი ქვეყანა!“ – ასე ეხმაურება ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში – გიორგი ისაკაძე რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას, სადაც ვლადიმირ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს 8 ივლისიდან საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა აუკრძალა.

როგორც გიორგი ისაკაძე აღნიშნავს, „რუსულმა ტუროპერატორებმა საქართველო პაკეტებში მხოლოდ შარშან შეიყვანეს და 2018 წლამდე, რუსულ ტურპაკეტებში საქართველო მხოლოდ აფხაზეთით იყო წარმოდგენილი.

„რუსულმა ტუროპერატორებმა საქართველო პაკეტებში მხოლოდ შარშან (2018 წელს) შეიყვანეს. მანამდე, რუსულ ტურპაკეტებში საქართველო მხოლოდ აფხაზეთით იყო წარმოდგენილი. რუსეთი აგრძელებს “გავრილოვის ტესტს”: 8 ივლისიდან (ანუ 2 კვირანახევარში)შეიძლება(იხილეთ პესკოვის განცხადებები!) და ისიც, როგორც დროებითი ღონისძიება(საკუთარი პუტინის ბრძანებულებები მაინც წაიკითხეთ გამართულად!).. აქაც სტრესტესტი აქვს ტაიმერით ჩრდილოელს და ურცხვად გველაპარაკება იქაური და აქაური თინა კანდელაკებით!

ესეც სტატისტიკა და დავიშალეთ: ერთი #რუსიტურისტი საქართველოში ვიზიტზე საშუალოდ 1350 ლარს ხარჯავს. #აშშ – 3047 ლარი #ბრიტანეთი – 3189 ლარი #ისრაელი – 2047 ლარი #უკრაინა – 1659 ლარი #ირანი – 2071 ლარი #გერმანია – 2046 ლარი #არაბთა გაერთიანებული საემიროები- 2719 ლარი #ყაზახეთი – 1956 ლარი #პოლონეთი- 2183 ლარი #ესპანეთი – 2541 ლარი.

P.S.რუსეთი ყოველთვის იყო რაოდენობა და არასდროს ყოფილა ხარისხი, არასდროს!

PPS.თქვენ კი: არც კითხვა იცით, არც დათვლა. და Google-ზეც არაფერი გაგიგიათ! გავრილოვისა და მისი პატრონების სტრესტესტები არ უნდა გვჭირდებოდეს, რომ განვვითარდეთ და ვიყოთ მდიდარი ქვეყანა! გაუმარჯოს საქართველოს!“ – წერს გიორგი ისაკაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები