კარლ ჰარცელი: პოლიტიკურ პარტიებს აქვთ გადამწყვეტი პასუხისმგებლობა, რომ გამოირიცხოს ძალადობა

პოლიტიკურ პარტიებს აქვთ გადამწყვეტი პასუხისმგებლობა, რომ გამოირიცხოს ძალადობა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

მისი თქმით, ყველასთვის მნიშვნელოვანია, აჩვენონ თავშეკავება და კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედება.

„ახლა საქართველოსთვის გაერთიანების დროა. ყველასთვის მნიშვნელოვანია, აჩვენონ თავშეკავება და კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედება. პოლიტიკურ პარტიებს აქვთ გადამწყვეტი პასუხისმგებლობა, რომ გამოირიცხოს ძალადობა. ნიდერლანდები და ევროკავშირი მოუწოდებენ ყველა ლიდერს, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად გააკეთონ“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები