“რომ გადავხედოთ, ბოლო დროს მდიდარი ენჯეოები, რადიკალური ოპოზიციის აქტივისტების ნაწილი დაკავებულნი იყვნენ საპატრიარქოს ლანძღვა-გინებით, პატრიარქის დისკრედიტაციის კამპანია გვახსოვს ძალიან ბევრი” – მაჭავარიანი

“რომ გადავხედოთ, ბოლო წლების განმავლობაში მდიდარი ენჯეოები, რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, რადიკალური ოპოზიციის აქტივისტების ნაწილი დაკავებულნი იყვნენ საპატრიარქოს ლანძღვა-გინებით, ჩვენი პატრიარქის დისკრედიტაციის კამპანია გვახსოვს ძალიან ბევრი,” – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი აცხადებს.

როგორც ის აღნიშნავს, ამ დღეებშიც ჩანდა, როგორ “იქცეოდნენ რადიკალური ოპოზიციის აქტივისტების”.

“ეს ჩვენთვის სიახლე არ ყოფილა, ვინაიდან, მთელი ბოლო წლების განმავლობაში რომ გადავხედოთ, მდიდარი ენჯეოები, რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, რადიკალური ოპოზიციის აქტივისტების ნაწილი, დაკავებული იყვნენ საპატრიარქოს ლანძღვა-გინებით, ჩვენი პატრიარქის დისკრედიტაციის კამპანიები გვახსოვს ძალიან ბევრი. იხილეს ამ უცხო ძალებმაც, რომლებიც არაკეთილმოსურნეები არიან ჩვენი ქვეყნის, რომ ამ დახარჯულმა უამრავმა ასობით მილიონმა, აბსოლუტურად ვერაფერი ვერ გამოიწვია მათთვის სასიკეთოდ ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობისთვის არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნის იდენტობა, ჩვენი მამული, ჩვენი ენა და ჩვენი სარწმუნოება,” – აცხადებს მაჭავარიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები