ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტის ტრიბუნაზე – ქალმა დეპუტატებმა საქართველოსა და ევროკავშირის დროშები შემოიხვიეს

საქართველოს პარლამენტში დაძაბული სიტუაციაა, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები რუს დეპუტატს სესიის წარმართვის საშუალებას არ აძლევენ, მათ საქართველოს პარლამენტის პრესსპიკერის სკამი დაიკავეს და ამ ჟესტით პროტესტი გამოხატეს.
ოპოზიციონერი დეპუტატების პოზიციას იზიარებს, ასევე, მმართველი გუნდის დიდი ნაწილი და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
ელენე ხოშტარიამ და სალომე სამადაშვილმა ზურგზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები შემოიხვიეს.
შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო რიგით 26-ე გენერალური ასამბლეის სესია გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საპროტესტო აქციის ფონზე გაიხსნა. დღეს კი პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა, რომელიც სხდომას ხელმძღვანელობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები