თბილისის მერია მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გზის საფარის მოწესრიგებას იწყებს

თბილისის მერია მტკვრის მარჯვენა სანაპიროს 700-მეტრიანი მონაკვეთის გზის საფარის მოწესრიგებას იწყებს – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
მისი თქმით, საგზაო სამუშაოები გალაკტიონის ხიდიდან ლაგუნა ვერესთან არსებულ პანდუსამდე განხორციელდება.
„სამუშაოები ხვალიდან დაიწყება. გზის საფარი, პირველ ყოვლისა, მოიფრეზება. რადგან ბევრი ავტომობილი გადაადგილდება და ქალაქში ბევრი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, არ გვინდა, კიდევ შევაყოვნოთ მძღოლები. ამიტომ სამუშაოები ღამის საათებში განხორციელდება. 10 დღე დასჭირდება ამ სამუშაოების ჩატარებას და, დაახლოებით, 900 ათასი ლარია პროექტის ღირებულება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები