დიმიტრი ცქიტიშვილი: თუ ვასაძე, ან სხვა პირი ძალადობრივ ქმედებას ჩაიდენს, მან პასუხი კანონის წინაშე უნდა აგოს

“კანონით ნებისმიერი ადამიანის გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს და ამის გარანტიებს სახელმწიფო იძლევა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თუ ლევან ვასაძე ან სხვა პირი ძალადობრივ ქმედებას ჩაიდენს, მან პასუხი კანონის წინაშე უნდა აგოს და აგებს კიდეც.
„კანონით ნებისმიერი ადამიანის გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს და ამის გარანტიებს სახელმწიფო იძლევა. სახელმწიფო მაქსიმალურს გააკეთებს, რომ გამოხატვის თავისუფლება დაცული იყოს. ამას შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისი შესაძლებლობებით აუცილებლად განახორციელებს“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები