გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესზე იმყოფებიან ირაკლი კაკაბაძე, გიორგი გაბედავა და მელორ ვაჩნაძე.
სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ვანო მერაბიშვილი, გერონტი ალანია, ოლეგ მელნიკოვი და ვალერიან მეტრეველი არიან ბრალდებულები. ახალაიას ექსტრადაციის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე კი ბრალდებულ დათა ახალაიას საქმე ცალკე საქმედ გამოიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები