საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ჯიქიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
აღნიშნული ბრალი 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.