ორხან ჯემალი: აფხაზეთის მოვლენებით რუსეთი ცდილობს, საქართველოს ევროპასთან ასოციაციის ხელშეკრულების ხელმოწერას ხელი შეუშალოს

მოსკოვის მაღალჩინოსანი ემისრის, პრეზიდენტის მრჩევლის ვლადისლავ სურკოვის და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის რაშიდა ნურგალიევას ვიზიტის შემდეგ აფხაზეთის პარლამენტმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას აფხაზეთში ხმა მისცა. იგი 2014 წლის 24 აგვისტოს გაიმართება.
გარდა ამისა, პარლამენტარებმა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად პარლამენტის სპიკერი ვალერია ბგანბა დანიშნეს. ოპოზიციის ლიდერმა რაულ ხაჯინბამ მანამდე განაცხადა, რომ ანქვაბს შეუძლია ამ არჩევნებზე კენჭისყრა, ამჟამად კი ყალიბდება კოალიციური მთავრობა, რომელიც ქვეყნის მართვის ყველა ფუნქციას შეასრულებს. ოპოზიციის გამოსვლების ფორმალური საბაბი, რის შედეგადაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა იქნა დაკავებული, კორუფციაში ბრალდებები, ასევე გალში მცხოვრები ქართველებისთვის აფხაზური პასპორტების დარიგებაა, რის შემდეგაც, თითქოს, ისინი ამით ისარგებლებენ და გამოყოფის შესახებ რეფერენდუმს გამოაცხადებენ.
ამ საკითხებთან დაკავშირებით ტელეკომპანია ,,ДОЖДЬ“-ის კორესპონდენტს ლობკოვს ჟურნალისტი ორხან ჯემალი ესაუბრა.

– რა არის ამ მოულოდნელი ბუნტის მიზეზი აფხაზეთში? რატომ მონაწილეობდა მასში 20-30 ათასი ადამიანი? რატომ ჩავიდნენ იქ ასეთი მაღალი თანამდებობის პირები? ამ ყველაფრის მიღმა მოსკოვის ჩანაფიქრი ხომ არ არის, რომ აფხაზეთი რუსეთს შეუერთოს? მართალია, ოფიციალურად შსს აცხადებს, რომ ეს ასე არ არის, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ მათ ოფიციალურ განცხადებებს არ უნდა ვენდოთ?
– აქ ცოტათი აფხაზეთში ხელისუფლებისთვის ბრძოლის ისტორიას უნდა ჩავუღრმავდეთ და გავიხსენოთ, რომ თავის დროზე, მას შემდეგ, რაც აფხაზეთის ლიდერი არძინბა გარდაიცვალა, ძალიან მწვავე კონკურენცია იყო აწ. გარდაცვლილ პრეზიდენტ ბაღაფშსა და რაულ ხაჯიმბას შორის, რომელიც მოსკოვის მხარდაჭერით სარგებლობდა. იმ დროს, ფაქტობრივად, მოიგო ბაღაფშმა და დაიდო დროებითი კომპრომისი ხაჯინბასთან. შემდეგ ბაღაფში გარდაიცვალა, ხაჯინბას პრეზიდენტის სავარძელზე მაშინ კონკურენტი არ ჰყავდა, მაგრამ ამ სავარძელს შამბა ელოდა. ახლა კი პრაქტიკულად ბაღაფშის დამხობა ხდება, რაშიც შამბა და ხაჯიმბა გაერთიანდნენ.
– ალბათ ანქვაბი უნდა გეთქვათ…
– დიახ, ანქვაბი. აქ უნდა გვესმოდეს, რომ ბაღაფში და ანქვაბი, რომელიც დაახლოებით ბაღფშის კურსს ატარებს, ყოველთვის აფხაზეთის დამოუკიდებლობის მომხრეები იყვნენ, ანუ, ყველა აღიარებდა, რომ რუსეთის გარეშე შეუძლებელია, მაგრამ, ამავე დროს, ორმაგი მოქალაქეობის წინააღმდეგები იყვნენ, რადგან შიშობდნენ, რომ მდიდარი რუსები იყიდიდნენ აფხაზეთის მიწებს. ისინი წინააღმდეგნი იყვნენ ვადამდელი არჩევნების და ა.შ. ამიტომ დადიოდა ხმები, რომ ხაჯინბა დიდი ინტეგრაციის მომხრეა და არა რუსეთთან შეერთების.
– მით უმეტეს, რომ მას ყოველთვის კრემლის კანდიდატს უწოდებდნენ. რომ გავიხსენოთ გასული არჩევნების დროს მიმდინარე მიტინგები, მასში რუსეთის პოპვარსკვლავები მონაწილეობდნენ, რომლებიც კრემლის ნებართვის გარეშე მიტინგებზე არ დადიან.
– აქ ერთი მნიშვნელოვანი მომენტიც არის – ანქვაბი საქართველოსთან შერიგების მომხრე იყო. ბუნებრივია, არა ძველი ურთიერთობის ფორმატით, არამედ კონფლიქტის განეიტრალებით, გალის ლტოლვილების პასპორტიზაციით – ეს ამ ფარგლებში კარგად ჯდებოდა. ხაჯინბა ასეთი აფხაზი ნაციონალისტების წარმომადგენელია. რა თქმა უნდა, მას ასეთი პროექტის განხორციელება – ლტოლვილების შემორიგება, დაძაბულობის მოხსნა თბილისთან თავად მასაც და ქართველებსაც ძალიან ძაბავდა, რადგან ქართველებს შესაძლოა, აფხაზეთიდან ეთნიკური ქართველების დეპორტაციის კიდევ ერთი ტალღა გადაეტანათ.
– ყირიმის და დონეცკის მოვლენების გათვალისწინებით, სადაც ნათლად ჩანს, რომ მათ მოსკოვი ეხმარებათ, შესაძლოა, ამას აფხაზეთის ოპოზიციაზე გავლენა მოეხდინა?
– მე ვერ დავინახე აფხაზეთში მოვლენების ამგვარად განვითარების მიზეზები. პრობლემები, რასაკვირველია, არის, კორუფციაც, რა თქმა უნდა, არსებობს.
– და როდის არ ყოფილა იგი აფხაზეთში, შეგიძლიათ ასეთი მაგალითი მოიყვანოთ?
– იქ სიღარიბე ყოველთვის იყო. მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ვიღაცამ დაიძახა: ,,წინ!“ და ამის შემდეგ სამთავრობო შენობის წინ ოპოზიციის მიტინგი გაიმართა. ანქვაბი იძულებული გახდა, გაქცეულიყო.
– ცინიკურად რომ ვისაუბროთ, მე რომ სურკოვი ვიყო. არსებობს უზარმაზარი ქვეყანა – რუსეთი. მან უნდა გამოკვებოს ყირიმი და იქ გააკეთოს ვიტრინა, რომელიც გაურკვეველ ურთიერთობაშია ორ თვითგამოცხადებულ, აშკარა პრობლემების მქონე რესპუბლიკასთან უკრაინაში, – ან უნდა წავიდეს გარიგებაზე ჩინეთთან. ამ დროს რუსეთი სხვა სიტუაციაშია აღიარებული, აღიარებულ აფხაზეთს ის აფინანსებს, მაგრამ არ აკონტროლებს. იქ დიდი რაოდენობით რუსული ფული იკარგება. გარდა ამისა, აფხაზმა მეწარმეებმა თითოეული თავი სულგუნისა და თითოეული კილოგრამი მანდარინისთვის სრულფასოვანი საბაჟო კონტროლი უნდა გაიარონ, რადგან საზღვარი ისევ არსებობს. ამის გამო მოსკოვში, მაგალითად, გასულ ზამთარში, მანდარინი აფხაზეთიდან ორჯერ უფრო ძვირი ღირდა, ვიდრე ამერიკიდან.
ამ შემთხვევაში უფრო ჭკვიანური არ იქნებოდა, ბოლოს და ბოლოს, შეიერთოს რუსეთმა აფხაზეთი და დანიშნოს იქ ხელისუფლება, რადგან იხდის, გააკონტროლოს კიდეც ეს აფხაზეთი?
– საქმე ისაა, რომ აქ – ბაზარზე მანდარინის ფასი არ წყდება. თქვენ ყურადღება არ მიგიქცევიათ, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განცხადება გააკეთა. ეს დაახლოებით იგივე ფორმატია, რის გამოც უკრაინაში არეულობა დაიწყო. ის, რაც მოულოდნელად დაიწყო აფხაზეთში, ეს საქართველოზე ზუსტად ისეთივე ზეწოლის ფორმაა, როგორიც იყო ლუგანსკში, დონეცკში, ყირიმში. როდესაც მკაცრად უნდათ აუხსნან კიევს, რომ ის არასწორია, მაშინ ასეთი მოვლენები ხდება. როდესაც თბილისისთვის უნდათ რაიმეს ახსნა, მაშინ ხდება აფხაზეთის ამბები.
– გამოდის, რომ ეს არა აფხაზეთის რუსეთთან შეერთების სურვილია, არამედ რაღაც ჰიპოთეზური მიერთების მუქარა?
– ჰიპოთეზური მიერთების მუქარა თან ისეთი ოპონენტებისთვის, როგორიც თბილისი და კიევია…
– ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანია? გვერდზე ხომ დამოუკიდებელი სახელმწიფო ჰყავს, რომელიც დე ფაქტო რუსული ჯარის მიერ კონტროლდება… თუ არა?
– საქართველოს გალის რაიონში მცხოვრები ქართველების დეპორტაციით ემუქრებიან.
– ვინ უნდა იყოს აფხაზეთის ლიდერი, რომელიც იდეალური იქნება? რა ფაქტორებია მისთვის მთავარი, რომ მილიარდები არ მოიპაროს. იქნებ მისთვის მთავარი ეთნიკური ქართველების აფხაზეთში ინტეგრირება უნდა იყოს, უნდა მისცეს მათ აფხაზეთის უფლებები და ამითი საქართველოსთვის გალი სამუდამოდ დაიხურებოდა?
– მე ვიცნობ ანქვაბს – ის ქურდი არ არის. კორუფციის პრობლემა ეს ის არ არის, რის გამოც გაანიავებდა რესპუბლიკის ქონებას. ეს გამოგონილი მიზეზია. ახლა ცენტრისტული პოლიტიკა გვთავაზობს, პირველ პლანზე რაულ ხაჯინბა წამოწიეს, რომელიც „ნაციონალებს“ უდგას სათავეში. ის არის ადამიანი, რომელსაც მხარს ვეტერანები უჭერენ. ამან შეიძლება სიტუაცია გაამწვავოს. ეს გამწვავება თბილისზე ზეწოლის ფორმაა. ეს აწყობს მოსკოვს.
– ვთქვათ, თბილისმა წაიყვანა თავისი ქართველები გალის რაიონიდან, ისინი ხომ იქ 20 თუ 30 ათასამდეა. ეს გმირობა იქნება საქართველოს მხრიდან და ამას მხარს დაუჭერს დასავლეთიც. ეს რეპოპულაციის აქტი იქნება, რომელიც დღეს მსოფლიოში ძალიან პოპულარულია.
– არის ალტერნატივა. შესაძლოა, არ წაიყვანონ ქართველებმა თავისიანები, მაგრამ უარი თქვან ევროკავშირის წევრობაზე.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=IzETpZVSd4E&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები