მცხეთა-მთიანეთში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პროექტები კიდევ 40 სოფელში განხორციელდება

მცხეთა-მთიანეთში, სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პროექტები დამატებით კიდევ 40 სოფელში განხორციელდება.
ამის შესახებ “კვირას” მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, “პროგრამის ფარგლებში:
•კეთილმოეწყობა საგზაო ინფრასტრუქტურა;
•რეაბილიტაცია ჩაუტარდება სასმელი წყლის სისტემებს;
•მოეწყობა მცირე ჰესები, ხიდები, ნაპირსამაგრები და სანიაღვრე სისტემები;
•დამონტაჟდება გარე განათებები;
•აშენდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები;
•მოეწყობა სველი წერტილები.
►განსახორციელებელი პროექტების ჯამური ღირებულება 400 000 ლარს შეადგენს;
►სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ფინანსდება”, – აცხადებენ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები