პუტინმა გოლუნოვის დაკავების საქმეში მონაწილე გენერლები თანამდებობიდან გაათავისუფლა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პოლიციის ორი გენერალი გამომძიებელ ჟურნალისტ ივან გოლუნოვის დაკავების საქმესთან დაკავშირებით თანამდებობიდან გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ ევრონიუსი ავრცელებს.
პუტინმა თანამდებობიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის მთავარი სამმართველოს ნარკოტიკების სამმართველოს ხელმძღვანელი იური დევიატკინი და შინაგან საქმეთა სამმართველოს ხელმძღვანელი ანდრეი პუჩკოვი​​გადააყენა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების გათავისუფლების თხოვნით რუსეთის პრეზიდენტს ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვლადიმირ კოლოკოლცევმა მას შემდეგ მიმართა, რაც მოსკოვში ჟურნალისტის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციაზე 200-მდე ადამიანი, მათ შორის, ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დააკავეს.
ჟურნალისტი ივან გოლუნოვი 6 ივნისს დააკავეს. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ჟურნალისტს ნარკოტიკული საშუალება მეფედრონი აღმოუჩინეს. თავად ჟურნალისტი ამტკიცებდა, რომ ნარკოტიკი მას პოლიციამ ჩაუდო. 11 ივნისს რუს ჟურნალისტს ყველა ბრალდება მოუხსნეს.
ცნობისთვის, რუსი ჟურნალისტი ივან გოლუნოვი კორუფციის საქმეებს იძიებს.
დაწერეთ შეტყობინება…

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები