სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაია აირჩიეს

საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაია აირჩია. თოლორაიამ აღნიშნული პოსტი 6 წლის ვადით დაიკავა.
თოლორაიას მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 21 წავიდა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტის აპარატი სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მიზნით შექმნილი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმია, რომელიც 1-ელი ივლისიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ბაზაზე ამოქმედდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები