არჩილ თალაკვაძე: მომდევნო თვეებში უფრო მეტად გავხსნით კარს მომავლის ხედვის მქონე წარმატებული ადამიანებისთვის

მომდევნო თვეების განმავლობაში კიდევ უფრო მეტად გავხსნით კარს მომავლის ხედვის მქონე წარმატებული ადამიანებისთვის, ყველა თაობის წარმომადგენლისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„მომავალი თვეების განმავლობაში კიდევ უფრო მეტად გავხსნით კარს იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს, თავისი გამოცდილება, ენერგია, თუ მოტივაცია საჯარო პოლიტიკაში დახარჯოს და ერთგვარად, ამის კონვერტაცია გააკეთოს საზოგადოებრივი სიკეთის შესაქმნელად. ჩემი აზრით, განახლების პროცესი ხელს შეუწყობს იმას, რომ პოლიტიკა კიდევ უფრო მეტად დინამიური გახდება და რაც მთავარია, შეიქმნება ერთგვარი სოციალური ლიფტები, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ადამიანებს, თავიანთი კონკრეტული სამუშაო სფეროდან, გამოცდილებიდან და სოციუმიდან შემოვიდნენ ისეთ საჯარო პროცესებში, როგორც არის პარლამენტი, თვითმმართველობა, ან აღმასრულებელი ხელისუფლება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, პროცესი უკვე დაწყებულია და მმართველ პარტიაში არის სპეციალური ჯგუფი, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები