ირაკლი ოქრუაშვილი, გუბაზ სანიკიძე, კოტე კემულარია და ვალერი გელბახიანი „გამარჯვებულ საქართველოს“ აფუძნებენ

ირაკლი ოქრუაშვილი, გუბაზ სანიკიძე, კოტე კემულარია და ვალერი გელბახიანი ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნიან. ამის შესახებ გუპაზ სანიკიძემ პირველ არხთან განაცხადა.

სანიკიძის თქმით, პოლიტიკურ გაერთიანებას „გამარჯვებული საქართველო“ ერქმევა. პრეზენტაცია სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ ხვალ, 15:00 საათზე გაიმართება.

„ვფიქრობ, საშემოდგომოდ დიდი ყრილობა მოვიწვიოთ. მანამდე ვაპირებთ, ჩვენს მოქალაქეებთან ურთიერთობას და ყველა იმ საპროტესტო მარშის კოორდინირებას, რაც ქვეყანაში არის, რადგან ქვეყანას აქვს ძალიან მძიმე გამოწვევები წინ“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები