ლევან სურგულაძე: ინვესტიციები საინვესტიციო დოკუმენტის პოლიტიკის შესაბამისად განხორციელდება

“ინვესტიციები განხორციელდება საინვესტიციო დოკუმენტის პოლიტიკის შესაბამისად“, – ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ საინვესტიციო საბჭოს წევრების საკომიტეტო მოსმენის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ლევან სურგულაძემ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა საბჭოს წევრების მაღალი კვალიფიციურობა.
მისი განმარტებით, შერჩეული პირები საფრანგეთიდან, ფინეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და საქართველოდან არიან.
“საინვესტიციო საბჭო შეიმუშავებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს, რომელიც მომავალში დამტკიცდება. ინვესტიციები განხორციელდება საინვესტიციო დოკუმენტის პოლიტიკის შესაბამისად. საბჭოს ხუთი წევრია შერჩეული, რომელიც პარლამენტმა უნდა”, – აღნიშნა საპენსიო სააგენტოს დირექტორმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრობის კანდიდატებს უსმენდნენ.
საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭომ საინვესტიციო საბჭოს წევრობის ხუთი კანდიდატი შეარჩია. ესენი არიან: დავით წიკლაური, ტიმო ვიჰერკენტა, ოლივიე რუსსო, ჟან-ფრედერიკ პოლსენი, მაიკლ რიდლი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები