ნინო თანდილაშვილი: ეკოლოგიურად სუფთა ავტოტრანსპორტი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ავტომობილების მწარმოებელი კომპანიის – Toyota ევროპის სათაო ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც „კვირას“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ნინო თანდილაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ იგეგმება ავტომობილების გაფრქვევების სტანდარტების დაწესება, რომლის საფუძველზეც ქვეყანაში ავტომობილების იმპორტი ეტაპობრივად თანამედროვე ევროპულ სტანდარტს გაუტოლდება.
„ტოიოტას“ წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს აღნიშნული მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარეს.
„მოძველებული ავტოპარკი ქვეყნის უმსხვილესი ქალაქების ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა. შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილებით ჩანაცვლება მნიშვნელოვან, დადებით შედეგს მოიტანს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები