მოლდოვის დათხოვნილი პარლამენტი მუშაობას მაინც აგრძელებს

მოლდოვის პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა პარლამენტი დაითხოვა, თუმცა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მუშაობას მაინც აგრძელებს და ის შეკრებას 10 ივნისს აპირებს.
მანამდე კი დეპუტატებმა მთავრობა არაკანონიერად გამოაცხადეს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პრემირის მოვალეობის შემსულებელმა პარლამენტის დათხოვნის შესახებ ბრძანებას ხელი პრეზიდენტ დოდონის ნაცვლად მოაწერა.
დეპუტატებმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს თხოვნით მიმართეს, რომ „დემოკრატების“ ქმედებები უკანონოდ ცნოს.
ამასთან, დღესვე გახდა ცნობილი, რომ მოლდოვის პოლიცია არ ცნობს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ მთავრობას მაია სანდუს მეთაურობით. ასევე, სამართალდამცავი უწყებები ახლადდანიშნულ შინაგან საქმეთა მინისტრს ანდრეი ნესტასს არ ცნობენ და აცხადებენ, რომ მათი მინისტრი  კვლავაც  ალექსანდრ ჟიზდანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები