ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი ლიდერი იმარჯვებს
ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატი და მოქმედი ლიდერი – კასიმ-ჟომარტ ტოკაევი იმარჯვებს.
ეგზიტპოლების მიხედვით, ტოკაევმა, დაახლოებით, ხმების 70% მიიღო.
ყაზახეთის პირველი პირის არჩევნები ქვეყანაში საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები უსამართლო და არადემოკრატიულია, შედეგები კი წინასწარ განსაზღვრული.
ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო საპროტესტო აქციებს არასანქცირებულს უწოდებს, შედეგად უკვე აქციის 500-მდე მონაწილე დააკავეს, მათ შორის – ადგილობრივი ჟურნალისტები.