ბიბილოვი: ნატო საქართველოს იარაღით ამარაგებს, მაგრამ ეს არ გვაშინებს, ჩვენი უსაფრთხოების გარანტი რუსეთია

“ნატო საქართველოს იარაღითა და საბრძოლო მასალით ამარაგებს. ეს ჩვენ გვაწუხებს, თუმცა არ გვაშინებს, რადგან ჩვენი უსაფრთხოების გარანტი რუსეთის ფედერაციაა”, – ამის შესახებ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა იტალიის, იაპონიის, ბელგიის, გერმანიის, ფინეთისა და ჩეხეთის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
შეხვედრა ოკუპირებულ რეგიონში გამართული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შედგა.
რუსული მედიის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, დე ფაქტო არჩევნებში პარტია “ერთიანი ოსეთი” იმარჯვებს.
ცნობისთვის, საერთაშორისო საზოგადოება ცხინვალის რეგიონში გამართული არჩევნების ლეგიტიმურობას არ ცნობს. შესაბამისი განცხადება ევროკავშირში გააკეთეს. არჩევნები​ ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, ფინეთის, ჩეხეთისა და უკრაინის საგარეო უწყებებმა დაგმეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები