დავით ზალკალიანი: მნიშვნელოვანია, რომ საქმიან ვითარებაში, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ყოველგვარი ემოციების გარეშე ვისაუბროთ

მნიშვნელოვანია, საქმიან ვითარებაში, ემოციების გარეშე ვისაუბროთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ყველა დეტალზე, რომელიც აუცილებელია, შეთანხმდეს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის სხდომისა და დავით გარეჯის საკითხზე განაცხადა.

„ივნისის ბოლოს თბილისში უნდა გაიმართოს სადელიმიტაციო კომისიის შეხვედრა. მოგეხსენებათ, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ბაქოში პირველი შეხვედრისას იქნა მიღწეული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქმიან ვითარებაში, ყოველგვარი ემოციების გარეშე ვისაუბროთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ყველა იმ დეტალზე, რომელიც აუცილებელია, შეთანხმდეს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები