უკრაინის რადამ სამი მინისტრის გადაყენებაზე ზელენსკის განკარგულებას მხარი არ დაუჭირა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის – პაველ კლიმკინის, თავდაცვის მინისტრის – სტეპან პოლტორაკისა და უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსის – ვალერი გრიცაკის გადაყენების შესახებ განკარგულებებს მხარი არ დაუჭირა. აღნიშნული განკარგულებები პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ რადას დასამტკიცებლად 30 მაისს წარუდგინა.
გადაწყვეტილების მისაღებად 226 ხმა იყო საჭირო, დარბაზში კი 300-ზე მეტი დეპუტატი იყო დარეგისტრირებული. მიუხედავად ამისა, დადგენილებებს მხარი არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა – სამივე შემთხვევაში მომხრეთა რაოდენობა 67-დან 149 დეპუტატამდე იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები