„ექსკლუზივების ეკონომიკა ვერ ააშენებს ქვეყანას, ამას მხოლოდ ჯანსაღი კონკურენცია შეძლებს“

„ექსკლუზივების ეკონომიკა ვერ ააშენებს ქვეყანას, ამას მხოლოდ ჯანსაღი კონკურენცია შეძლებს“, – ასე ეხმაურება უმრავლესობის წევრი, ირაკლი მეზურნიშვილი „ოქროს სიის“ საკითხს, რაც კომპანიებისთვის იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადის 30-დან 5 დღემდე შემცირებას გულისხმობს.
მისი თქმით, ნებისმიერი წარმატებული ქვეყნის ეკონომიკური სიჯანსაღის, დივერსიფიცირებულობისა და სტაბილურობის გარანტი მცირე და საშუალო ბიზნესია.
„ეკონომიკისთვის მთავრობის ხელშეწყობა, პირველ ყოვლისა, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის კონკურენტუნარიანი ბაზრის და თანაბარი თამაშის წესების ჩამოყალიბებაში გამოიხატება. თუ ჩვენ ვთანხმდებით რომ მცირე და საშუალო ბიზნესი საქართველოს ოქროს ფონდია, მაშინ გაუგებარი იყო, თუ რატომ არსებობდა ე.წ. ოქროს სია, სადაც ეს საწარმოები საერთოდ არ იყვნენ გათვალისწინებულნი. შესაბამისად, ამ სიის გაუქმება და ყველა ეკონომიკური სუბიექტის თანაბარ პირობებში ჩაყენება ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად შეიძლება, მივიჩნიოთ. ექსკლუზივების ეკონომიკა ვერ ააშენებს ქვეყანას, ამას მხოლოდ ჯანსაღი კონკურენცია შეძლებს“, – აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები