ვიქტორ იანუკოვიჩი ავად გახდა

  უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ავად გახდა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი , იანუკოვიჩს მწვავე რესპირატორული დაავადება აქვს და მაღალი ტემპერატურა აღენიშნება. პრესსამსახურის ინფორმაციით, ავადმყოფობასთან დაკავშირებით იანუკოვიჩმა შვებულება აიღო. გუშინ, ვიქტორ იანუკოვიჩი უმაღლესი რადას შენობაში ორჯერ მივიდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, პრეზიდენტმა დეპუტატებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მათთან პირდაპირ საავადმყოფოდან მივიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები