ლუვრი დროებით დაკეტილია – თანამშრომლების სტუმრების დიდი ნაკადის გამო, პროტესტს აცხადებენ

ორშაბათს ლუვრი სტუმრებისთვის არ გაიხსნა. ამის მიზეზი მუზეუმის თანამშრომლების პროტესტი გახდა.
ლუვრის საინფორმაციო გვერდზე განთავსებული განცხადების თანახმად, პერსონალი და დაცვის თანამშრომლები სტუმრების დიდ ნაკადს აპროტესტებენ. პროფკავშირი South Culture Solidaires-ი, რომელიც მუზეუმის თანამშრომლების უფლებებს წარმოადგენს, აცხადებს, რომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ტურისტ-სტუმართა რაოდენობა 20 პროცენტით გაიზარდა. ამასთან ერთად, პერსონალის რაოდენობა შემცირდა. პროფკავშირის განცხადებით, “იხრჩობიან” სტუმრების ნაკადებისგან.
თავის მხრივ, ლუვრის წარმომადგენლები ბოდიშს იხდიან მიყენებული დისკომფორტისთვის და წინასწარ დაჯავშნილი ბილეთების ფასის ანაზღაურებას ჰპირდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები