ამერიკა უარს აცხადებს ჩინეთთან სავაჭრო მოლაპარაკებაზე
აშშ-ში, ჯერჯერობით, არ არიან მზად, მიიღონ სავაჭრო შეთანხმება ჩინეთთან, მაგრამ იმედს იტოვებენ, რომ მომავალში შესაბამის დოკუმენტს შეიმუშავებენ. ამის შესახებ დღეს ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
“ვფიქრობ, რომ ჩინეთს სურს შეთანხმების მიღწევა იმ პირობებით, რაც იქამდე არსებობდა, სანამ ისინი მათ გადახედვას მოინდომებდნენ. მათ სურთ შეთანხმების მიღწევა, მაგრამ ჩვენ არ ვართ მზად”, – აცხადებს ტრამპი.
ამასთან ერთად, პრეზიდენტის განცხადებით, ჩინურ საქონელზე გადასახადების გაზრდით ამერიკის ეკონომიკაში დამატებითი სახსრები შედის.