გორში 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

სასამართლომ გორში 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე დამნაშავედ სცნო და მას თავისუფლების უვადო აღკვეთა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, იაგო ნებიერიძე დამნაშავედ იქნა ცნობილი როგორც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის, ასევე, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენაში.
დღესვე სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა და ჩადენილ დანაშაულში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
შეგახსენებთ, რომ გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა.
ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით წარსულში ნასამართლევი 33 წლის იაგო ნებიერიძე დააკავეს.
იაგო ნებიერიძეს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას.ნებიერიძეს, ასევე, ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები