ლიონში აფეთქებაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

​საფრანგეთის შს მინისტრის, კრისტოფ კასტანიერის ცნობით, პოლიციამ ლიონში წინა კვირაში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი დააკავა. მან ეს განცხადება „ტვიტერის“ მეშვეობით გააკეთა, თუმცა დეტალები ეჭვმიტანილის ვინაობის ან დაკავების ადგილის შესახებ არ დაუზუსტებია.
“დანაღმული ჩანთა ლიონში: დაკავებულია ერთ-ერთი ეჭვმიტანილი”, – წერს მინისტრი Twitter-ში.
​მოგვიანებით, მან ტელეარხ BFMTV-ს ეთერში მეორე ეჭვმიტანილი დაკავების შესახებ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ აფეთქება ლიონში 24 მაისს მოხდა. ინციდენტის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა, მათგან 11 საავადმყოფოში გადაიყვანეს. შედეგად არავინ დაღუპულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები