რუსთავში დამოუკიდებლობის დღესადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, რუსთავში სხადასხვა ღონისძიება იმართება. დილიდან, თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკაა გამოფენილი. დღის განმავლობაში, რუსთაველებისთვის და მიწვეული სტუმრებისთვის არაერთი კულტურული ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის, ანსამბლების ,,თუთარჩელა’’, ,,მე რუსთველი’’, ,,სალხინო’’, ,,ფიროსმანი’’ და თამარ ზარქუას კონცერტები.
ასევე, გაიმართება დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების თეატრალიზებული წარმოდგენები, დღის ბოლოს კი ანსამბლ “სუხიშვილების” კონცერტი. ღონისძიებას გაალამაზებს ფოიერვერკი.  საღამოს დაასრულებს დიჯეი ირაკლი ფიფია. ღონისძიებებში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი ასევე, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები.
დამოუკიდებლობის დღე მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები