სოფელ ფოცხოში, სატვირთო ავტომობილი, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ მოპოვებული ხის მორები გადაჰქონდა, დაგორდა – მძღოლი ადგილიდან მიიმალა

0

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფოცხოში, სატვირთო ავტომობილი, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ მოპოვებული ხის მორებით იყო დატვირთული, ხევში გადავარდა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა.

როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 25 მაისს, 1989 წელს დაბადებული ე.ხ. სატვირთო მანქანას მართავდა, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ მოპოვებული ხის მორები გადაჰქონდა. უწყების პრესსამსახურის განმარტებით, სამართალდამცველებმა აღნიშნული ავტომობილი შეაჩერეს და გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლები გამოიძახეს, რა დროსაც მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, ე.ხ.-მ მორით დატვირთული ავტომანქანა დააგორა და თავად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯვარში, ფოცხოს დასახლებაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყეს. სამართალდამცველები ამ დროისთვის, ე.ხ.-ს დაკავების მიზნით, შესაბამის ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებენ.

კომენტარები

კომენტარი