პირი, რომელმაც გლდანში „ორ ნაბიჯი“ გაქურდა და ცეცხლი წაუკიდა, დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გლდანში “ორი ნაბიჯის” გაქურდვისა და მარკეტში ხანძრის გაჩენის ფაქტზე 1 პირი – 1993 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს. უწყების ცნობით, აღნიშნული დანაშაული თავისუფლების 3-დან 5 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მ.მ.-მ 23 მაისს, დაახლოებით, 05:00 საათზე გლდანში, მარკეტ ,,ორი ნაბიჯში” ფარულად შეაღწია, სხვადასხვა დასახელების პროდუქტი და ალკოჰოლურ სასმელები მოიპარა, რის შემდეგაც, დანაშაულის კვალის წაშლის მიზნით, აღნიშნულ მარკეტს ცეცხლი წაუკიდა. პოლიციამ მ.მ დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში  ცხელ კვალზე თბილისში დააკავა, ხოლო ნაქურდალი პროდუქტი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, – აცხადებენ შსს-ში.
მათივე ცნობით, ქურდობისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები