აჭარაში 200 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 1970 წელს დაბადებული ი.ჩ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 200 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს.
სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული თავისუფლების რვიდან 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები