„ოლივერ უორდროპის ქართული დიპლომატია“ – ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი პანელური დისკუსია გაიმართა

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, პანელური დისკუსია „ოლივერ უორდროპის ქართული დიპლომატია“ გაიმართა.

ამ აქტივობით, ერთი მხრივ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიაში უორდროპების (განსაკუთრებით კი ოლივერ უორდროპის) გამორჩეულ ღვაწლზე გამახვილდა ყურადღება, მეორე მხრივ კი, 26 მაისის მნიშვნელობას გაესვა ხაზი.

დისკუსიაში ჩართულები იყვნენ: ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციიდან როგორც თბილისის ასევე რეგიონების პედაგოგები, სკოლის მოსწავლები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიკოსთა კლუბის წევრი და თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები.

აღსანიშნავია, რომ დისკუსიის მსვლელობისას ჩართვა განხორციელდა ოქსფორდიდან. საზოგადოებამ მოისმინა ისტორიკოსების მაუნტ ჰოლიოკის კოლეჯის პროფესორის სტივენ ჯონსისა და ბექა კობახიძის მოსაზრებები.

ასევე დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა ისტორიკოსების მიხეილ ბახტაძის, დიმიტრი სილაქაძისა და ირაკლი ხვადაგიანის საუბარი.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ერთ-ერთი საკვანძო ადგილი, სადაც სტუდენტებსა და მოსწავლეებს მუდმივად ეძლევათ საშუალება შეხვდნენ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მეცნიერებს და მათგან მოისმინონ საინტერესო თემების შესახებ ინფორმაცია. აღნიშნული ღონისძიება კი ამ ფაქტის ნათელი მაგალითია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები