ზელენსკი: უკრაინამ მოსკოვის ოლქში რუსეთის კოსმოსური კავშირის ცენტრს დაარტყა
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოსკოვის ოლქის ქალაქ დუბნაში მდებარე რუსეთის კოსმოსური კავშირის ცენტრზე განმეორებითი დარტყმა განახორციელეს. მისი თქმით, ობიექტს მნიშვნელოვანი დაზიანება მიადგა.
ზელენსკის განცხადებით, დუბნის ცენტრი რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სპეციალიზებული სატელიტური კავშირის ობიექტია, რომელიც სამხედრო დაზვერვისა და უკრაინაში მოქმედი რუსული ძალების კოორდინაციისთვის გამოიყენება. პრეზიდენტის თქმით, აღნიშნულ ობიექტზე ივნისის განმავლობაში ეს უკვე მეორე დარტყმაა.
უკრაინის გენერალურმა შტაბმა 22 ივნისსაც დაადასტურა დუბნის სატელიტური კავშირის ცენტრზე შეტევა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, მაშინ დაზიანდა 32-მეტრიანი „მარკ IV“ ტიპის ანტენა, ტექნიკური შენობები და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის სხვა ელემენტები.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა გააგრძელებს რუსეთის სამხედრო დანიშნულების სტრატეგიულ ობიექტებზე შორი მოქმედების დარტყმებს, რათა მოსკოვისთვის საომარი ოპერაციების წარმოება გაართულოს.