2026 წლის საგამოცდო პროცესთან დაკავშირებით, აბიტურიენტებისათვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტებისათვის საგამოცდო პროცესთან დაკავშირებით ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

ცენტრის ცნობით, შეხვედრაზე განხილული იყო საგამოცდო პროცესთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი, მათ შორის: საგამოცდო ბარათის მნიშვნელობა და მასზე დატანილი ინფორმაცია, საგამოცდო წესები და პროცედურები, პასუხების ფურცელთან მუშაობის ინსტრუქცია და სხვა.

“ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა Microsoft Teams-ის პლატფორმის გამოყენებით ჩატარდა და მას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გამოცდების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მაია გაბუნია უძღვებოდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართა. აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო კითხვები ონლაინ წერილობით გამოეგზავნათ და განმარტებები მიეღოთ.

2026 წლის საგამოცდო პროცესი 2 ივლისს დაიწყება. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 43 000-ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები