კახა კალაძე: დღეს ბიზნესი არის თავისუფალი და ხელშეუხებელი – ვერ მოიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჰქონოდათ რაიმე სახის ხელის შეშლა

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დღეს, წინა წლებისგან განსხვავებით, ქვეყანაში ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია, რასაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებაც ადასტურებს.

როგორც მან ბიზნესის თავისუფლებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა, ის ტერორი, რომელსაც აღნიშნული სფეროს წარმომადგენლები განიცდიდნენ, 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ დაასრულა.

„დღეს ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია. ის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, წინ მიდის, ამ ყველაფერში ბიზნესის როლი განსაკუთრებულია. რა თქმა უნდა, ხელისუფლება, თავისი ქმედებებით, გადადგმული ნაბიჯებით, საკანონმდებლო ინიციატივებით ხელს უწყობს, რომ ქვეყანაში ბიზნესგარემო იყოს საინტერესო და მარტივად იყოს შესაძლებელი ამ საქმის წარმოება. ის ყველაფერი, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა – ტერორი, წართმევა, გადაფორმებები, 2012 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, წარსულს ჩავაბარეთ. დღეს ბიზნესი არის აბსოლუტურად დაცული და ნებისმიერ ადამიანს ძალიან მარტივად, გამჭვირვალედ, კანონის ფარგლებში შეუძლია, აკეთოს თავისი საქმე ყოველგვარი პრობლემებს გარეშე“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის განმარტებით, ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის ბიზნესმენს, შეუძლია სხვადასხვა საკითხზე საკუთარი კრიტიკული მოსაზრება დააფიქსიროს, თუმცა ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში და არ შეიცავდეს შეურაცხყოფას.

„დღეს ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს თავისი დამოკიდებულება, მოსაზრება აბსოლუტურად ყველა მიმართულებით და ყველა საკითხზე, თუმცა ვიღაცას მიაყენო სიტყვიერი შეურაცხყოფა, კატეგორიულად მიუღებელია. ვიღაცას შეიძლება სხვა დამოკიდებულება აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შევუვარდე სოცმედიაში და შეურაცხყოფა მივაყენო. ეს არ არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ეს არის უზრდელობა და დანაშაული. თუ ადამიანი გამოხატავს თავის მოსაზრებას ნებისმიერ საკითხზე, ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში და არა გინებით, ბილწსიტყვაობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები