ჩრდილოეთ ოსეთში უპილოტო საფრენი აპარატების საფრთხის გამო საჰაერო განგაში გამოცხადდა
ჩრდილოეთ ოსეთში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ადგილობრივი ხელმძღვანელობის ინფორმაციით, განგაში უპილოტო საფრენი აპარატების შესაძლო საფრთხის გამო ჩაირთო.
მოსახლეობას სიფრთხილისკენ და უსაფრთხოების რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდეს. ოფიციალური ცნობებით, ამ ეტაპზე დაზიანებებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
რუსული მედიის ცნობით, შესაბამისი სამსახურები ვითარებას აკონტროლებენ და საფრთხის შეფასებას აგრძელებენ.
მედიის თანახმად, ჩრდილოეთ ოსეთი ბოლო წლებში არაერთხელ მოხვედრილა დრონების საფრთხესთან დაკავშირებული შეზღუდვების ზონაში, განსაკუთრებით იმ რაიონებში, სადაც სამხედრო ინფრასტრუქტურაა განთავსებული.