ზამურ ჭითანავა ქალაქ ბოლნისის კულტურის სახლთან არსებულ ფოლკლორულ ანსამბლ ,,ორბელის“ საიუბილეო საღამოს დაესწრო
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, ქალაქ ბოლნისის კულტურის სახლთან არსებულ ფოლკლორულ ანსამბლ ,,ორბელის“ საიუბილეო საღამოს დაესწრო. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ,,ორბელი“ არსებობის 15 წელს ითვლის და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ბოლნისის მუნიციპალიტეტში ქართული ტრადიციული სიმღერისა და საეკლესიო გალობის განვითარებასა და პოპულარიზაციაში.
“მრავალწლიანი წარმატებული შემოქმედებითი საქმიანობისთვის ანსამბლსა და მის ხელმძღვანელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისგან მადლობის სიგელი გადაეცა. კონცერტზე შესრულდა ქართული ხალხური სიმღერის ნიმუშები და საეკლესიო საგალობლები. ,,ორბელთან“ ერთად ღონისძიებაში ფოლკლორული ანსამბლები ,,სიონი“ და ,,ბოლნელა“ მონაწილეობდნენ.
საიუბილეო საღამოს მერთან ერთად ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი სვანიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ,”- აღნიშნულია ინფორმაციაში.