კულტურის სამინისტროში დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრებში საგამოფენო სივრცეების მოწყობისა და სამუზეუმო ექსპონატების განთავსების ახალი, ერთობლივი პარტნიორობის მოდელის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

კულტურის სამინისტროში დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრებში საგამოფენო სივრცეების მოწყობისა და სამუზეუმო ექსპონატების განთავსების ახალი, ერთობლივი პარტნიორობის მოდელის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრას საქართველოს კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით სონღულაშვილი უძღვებოდნენ.

„შეხვედრაზე განიხილეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივა და შეთავაზება მჭიდრო თანამშრომლობის ისეთი მოდელის ჩამოყალიბების შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს საგამოფენო სივრცეების მოწყობას კულტურის სამინისტროს პროფესიული ჩართულობითა და უმაღლესი სტანდარტების დაცვით.

თინათინ რუხაძემ დავით სონღულაშვილს აღნიშნულ პროცესში სრული მხარდაჭერა დაუდასტურა და კულტურის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში არსებული უწყებების პროფესიული ჩართულობის შესახებ სრული მზაობა გამოხატა.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ კულტურის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ ცერცვაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ნინო თანდილაშვილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, დავით ლორთქიფანიძე, კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის უფროსი, სალომე ჯამბურია, ეროვნული მუზეუმის გეოლოგია-პალეონტოლოგიის კოლექციების მთავარი კურატორი, რუსუდან ჩაგელიშვილი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე, ოთარ ედიშერაშვილი და სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, თომა დეკანოიძე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები