მეზღვაურთა საერთაშორისო დღის ფარგლებში, ღვაწლმოსილი მეზღვაურები და საზღვაო სფეროს წარმომადგენლები სახელმწიფო და სპეციალური ჯილდოებით დაჯილდოვდნენ
მეზღვაურთა საერთაშორისო დღის ფარგლებში, ღვაწლმოსილი მეზღვაურები და საზღვაო სფეროს წარმომადგენლები სახელმწიფო და სპეციალური ჯილდოებით დაჯილდოვდნენ.
ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.
“25 ივნისს, მეზღვაურთა საერთაშორისო დღის ფარგლებში, საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის, მრავალწლიანი ნაყოფიერი საქმიანობისა და ღირსეული სამსახურისათვის, ღვაწლმოსილი მეზღვაურები და საზღვაო სფეროს წარმომადგენლები სახელმწიფო და სპეციალური ჯილდოებით დაჯილდოვდნენ”, – წერია ინფორმაციაში.