“ძალიან მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთანაც მჭიდრო ურთიერთობა ეკონომიკურ ჭრილში, ეს სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას ეკონომიკური თვალსაზრისით” – ლევან მაჭავარიანი

“ძალიან მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთანაც მჭიდრო ურთიერთობა ეკონომიკურ ჭრილში, ეს სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას ეკონომიკური თვალსაზრისით”, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი აცხადებს.

მაჭავარიანი ეხმაურება ფაქტს, რომ საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეას მასპინძლობს.

“ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს კავშირებს, ჩვენს მეგობრობას და პარტნიორობას ფართო რეგიონის ქვეყნებთან. რა თქმა უნდა, მეზობელ ქვეყნებთან – თურქეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან გვაქვს ძალიან მჭიდრო პარტნიორობა. ასევე, მჭიდრო პარტნიორობა გაქვს შუა კორიდორში მონაწილე ქვეყნებთან, შუა აზიის ქვეყნებთან და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთანაც ახლო, მჭიდრო ურთიერთობა ეკონომიკურ ჭრილში, ვინაიდან, ეს, რა თქმა უნდა, სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას ეკონომიკური თვალსაზრისით”, – აცხადებს მაჭავარიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები