უელსის პრინცესამ საქველმოქმედო მიზნით 24 საათში ბრიტანეთის სამი უმაღლესი მწვერვალი დალაშქრა

უელსის პრინცესამ, კეტრინმა, ბრიტანეთის ცნობილი „სამი მწვერვალის გამოწვევა“ წარმატებით დაასრულა და 24 საათის განმავლობაში ინგლისის, შოტლანდიისა და უელსის უმაღლესი მწვერვალები დალაშქრა.

“სამი მწვერვალის გამოწვევა“ (Three Peaks Challenge) ბრიტანეთში პოპულარული საქველმოქმედო და სპორტული გამოწვევაა, რომლის მონაწილეებიც 24 საათის განმავლობაში უნდა ავიდნენ გაერთიანებული სამეფოს სამი ქვეყნის უმაღლეს მწვერვალზე. პრინცესამ გადალახა ბენ-ნევისი (შოტლანდია), სკაფელ-პაიკი (ინგლისი) და სნოუდონი (უიდვა) (უელსი).

გამოწვევის მიზანი იყო თანხების მოზიდვა და მხარდაჭერის გამოხატვა როიალ მარსდენის კიბოს საქველმოქმედო ფონდისთვის, რომელიც იმ საავადმყოფოსთან არის დაკავშირებული, სადაც კეტრინი კიბოს მკურნალობას გადიოდა.

პრინცესამ კიბოს დიაგნოზის შესახებ 2024 წელს საჯაროდ ისაუბრა, მოგვიანებით კი განაცხადა, რომ მკურნალობის კურსი დაასრულა და დაავადება რემისიაში გადავიდა.

აღნიშნული საქველმოქმედო ინიციატივა სწორედ კიბოს პაციენტებისა და მათთვის მომსახურების გამწევი სამედიცინო დაწესებულებების მხარდასაჭერად განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები