პრემიერმა საქართველოსა და სომხეთში ვაჭრობის საკითხებში დიდი ბრიტანეთის პრემიერის წარმომადგენელს უმასპინძლა

საქართველოსა და ბრიტანეთს შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები იყო პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძისა და საქართველოსა და სომხეთში ვაჭრობის საკითხებში დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის წარმომადგენელ მარკ პრიჩარდის შეხვედრის მთავარი თემა.
 
საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების შემდგომ განვითარებას და სავაჭრო კავშირების გაღრმავების პერსპექტივებს. განიხილეს საქართველოს, როგორც შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყნის პოზიციონირების საკითხი.
 
ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოსა და ბრიტანული კომპანიების მზარდ ინტერესზე საქართველოს მიმართ.
 
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ ინიცირებული რეფორმები. ბრიტანულმა მხარემ დადებითად შეაფასა ეკონომიკის მინისტრის ინვესტიციებზე პასუხისმგებელი მოადგილის თანამდებობის შემოღება, რომელიც ინვესტორებთან ერთი ფანჯრის პრინციპით იკონტაქტებს.
 
საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს, რომლებიც ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას, განათლების ხარისხის ამაღლებასა და ადამიანური კაპიტალის განვითარებას ემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები