მიხეილ სააკაშვილი: მაზოხისტი კი არ ვარ

“თქვენ თუ მითანხმებთ, ჩემო მეგობრებო, განცხადებებს”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თვითმფრინავში ჩაწერილ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილი ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება.
“მესმის დავები და კრიტიკები – აი, სააკაშვილი არ გვითანხმებს განცხადებებს. თქვენ თუ მითანხმებთ, ჩემო მეგობრებო, განცხადებებს.
მოდი, წინ ვიაროთ და ვინც პირველი მივა მიზნამდე, ის იქნება გამარჯვებული. თქვენ თუ მიხვალთ, მხოლოდ გამეხარდება, მაგრამ ადგილზე დგომა, ხელების ჩამოშვება და ჯიჯგვნა საერთოდ არ არის ვარიანტი. უნდა წავიდეთ მხოლოდ წინ და გავიდეთ წინ. დააკვირდით, როგორი პროპაგანდა მიდის ჩემ წინააღმდეგ. გამოხტა ეს უდღეური ღარიბაშვილი და ლაპარაკობს ჩემს “გადამალულ მილიონებზე”. უკაცრავად, გადამალული რომ მქონდეს მილიონები, მუდმივად ეკონომკლასში კი არ ვიჯდებოდი და 60-დოლარიან სასტუმროებში ხომ არ ვიცხოვრებდი? მაზოხისტი კი არ ვარ. ხალხი ხვდება, რაზეც ვლაპარაკობ. ეს მართლა ქურდებისა და მძარცველების კორპორაცია, რომელმაც დედა უტირა და კიდევ რა დღეში არიან. დასრულდება მაგათი მმართველობა ძალიან მალე. ხალხი არის ძალიან გაბრაზებული. გუშინაც შევხვდი აქ, ვარშავაში ჯგუფს ქუთაისიდან და ძალიან სერიოზულ ხალხს. თქვეს, ერთი დაგვიძახეთ და ყველა გამომსვლელები ვართო. ეს დაძახებაც მოხდება მალე. ზაფხულში სანდრას სიარულის პარალელურად ვაკეთებთ ამ სკოლას. თბილისში ლევან ხაბეიშვილს აქვს ძალიან მაგარი ინიციატივები. რეგიონებში არის საინტერესო ინიციატივები. ბევრი საინტერესო ახალგაზრდა გამოჩნდა. ახლა საჭიროა მობილიზაციისა და მოქმედების დრო და ასეც იქნება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები